პროფკავშირები საერთაშორისო საზოგადოებიდან სამძიმრის წერილებს იღებს

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივანი შარან ბაროუ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორი მარია ელენა ანდრე ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ირაკლი პეტრიაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის

 

,, ირაკლი პეტრიაშვილს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

 ევროპის პან-რეგიონული (PERC) საბჭოს პრეზიდენტი

17 ივლისი

მინდელის შახტის ტრაგედია

 

ძვირფასო ირაკლი,

გუშინ, დიდი მწუხარებით შევიტყვეთ საქართველოში მომხადარი  ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომლის დროსაც დილას მინდელის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი მაღაროელი დაიღუპა, ხოლო ექვსი მძიმედ დაშავდა.

ეს ახალი ტრაგედია შეუერთდა იმ უბედური შემთხვევების გრძელ ჩამონათვალს, რომლებიც ხდება საქართველოში, სადაც უკვე ათ წელზე მეტია შრომის ინსპექციას ძალა აქვს დაკარგული და ჩამოცილებული აქვს თავისი ყველა ფუნქცია და სადაც დასაქმებულთა უფლებები და სოციალური დიალოგი უგულველყოფილია. ჩვენ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, არაერთხელ დავგმეთ საქართველოს ხელისუფლების  და ბიზნესის ამგვარი მიდგომა. თუმცა, მათი მხრიდან გაუფრთხილებლობა, გულგრილობა და უპასუხისმგებლობა დასაქმებულთა ისედაც მძიმე სამუშაოს და ცხოვრების კიდევ უფრო აუარესებს და მათი ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ააყენებს.

ირაკლი, გთხოვთ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და მისი წევრების სახელით, ჩვენი სოლიდარობა და თანაგრძნობა გადასცეთ მსხვერპლთა ოჯახებს და ასევე, დაშავებულ მაღაროელებს უსურვოთ სწრაფი გამოჯანმრთელება.

პატივისცემით,

შარან ბაროუ

გენერალური მდივანი

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია (ITUC) ”

 

—-

17 ივლისი, 2018 წელი

ძვირფასო ირაკლი,

ჩვენ ღრმად დაგვამწუხრა ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ტრაგიკულმა ინფორმაციამ – შემთხვევის, რომელიც გუშინ მოხდა და რომლის შედეგადაც ოთხი მაღაროელი დაიღუპა, ხოლო ექვსი მაღაროელი მძიმედ დაშავდა. ჩვენ ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას, განსაკუთრებით იმ შემთხვევის  გათვალისწინებით, რომელიც იმავე მაღაროში მოხდა სულ რაღაც სამი თვის წინ და რომელმაც ექვსი მაღაროელი იმსხვერპლა. აშკარაა, რომ ეს სიტუაცია არ შეიძლება გაგრძელდეს და პრობლემის  გადაჭრაზე ზრუნვის დაწყება აუცილებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების  ბიურო (ACTRAV)   მზადაა თავისი შესაძლებლობების და კომპეტენციის ფარგლებში ყველა საჭირო მხარდაჭერა გაგიწიოთ.

გთხოვთ მიიღეთ და ასევე გადაეცით ჩვენი უღრმესი თანაგრძნობა იმ ოთხი დაღუპული მაღაროელის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს და კოლეგებს, რომლებიც ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სიცოცხლეს თავიანთი ოჯახებისთვის სარჩოს მოსაპოვებლად. ამ მძიმე დროს, ფიქრით და გულით თქვენთან ვართ.

 

სოლიდარობით,

მარია ელენა ანდრე

დირექტორი

მშრომელთა აქტივობების  ბიურო

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)