“ხალხის პარტიის” რიგგარეშე ყრილობაში, რომელიც რეორგანიზაციის პროცესშია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების ნაწილმა მონაწილეობა მიიღო .
გაერთიანების წარმომადგენელთა ნაწილი საჭიროდ თვლის მიიღოს “ხალხის პარტიის” მოწვევა და გამოიყენოს აღნიშნული პლატფორმა. შესაბამისად პოლიტიკური პარტიის მმართველი გუნდი დაკომპლექტდა ძირითადად პროფკავშირული ლიდერებისგან. აირჩიეს პარტიის გენერალური მდივანი და სარევიზიო კომისია.
პროფკავშირების გაერთიანება წლებია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიზნების უკეთ რეალიზებისთვის კი უფრო მაღალი, პოლიტიკური ტრიბუნის ქონას მიზანშეწონილად მიიჩნევს.