პროფკავშირები აგარაში ჩავიდა და შემდეგ ტყიბულში გაემგავრა

ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის მაღაროში გარდაცვლითა ოჯახის წევრებს, დაშავებულებს და “საქნახშირის ადმინსტრაციას” შეხვდება. ტყიბულში ჩასვლამდე, სადაც ლუკმა პურის საშოვნელად, სიცოცხლეს რისკის ქვეშ ყოველდღიურად ასობით მეშახტე აყენებს და დღეს ექვსი მეშახტე გარდაიცვალა, პეტრიაშვილი აგარაში იმყოფებოდა, სადაც მეორე უკიდურესობაა და შიმშილით სიკვდილის ზღვარზე არიან მოქალაქეები.

აგარელებს დღეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა სურსათ სანოვაგე ჩაუტანეს, რამდენიმე მათგანი გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ტყიბულისკენ გაემართა, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ ტყიბულელებს და დაღუპული მაღარელები იგლოვონ.

ასევე დაგაინტერესებთ

თვითდასაქმება და არაფორმალური დასაქმება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

Inactive