მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

5 აპრილს პროფკავშირები აგარაში ჩავა და ქარხნის თანამშრომლებს სურსათ-სანოვაგეს ჩაუტანს.

ხვალ, 5 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენლები, აგარის შაქრის თანამშრომლებს, რომლებიც მეექვსე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ფაქტობრივად შიმშილობენ,  სურსათ-სანოვაგეს ჩაუტანენ.

“სოლიდარობის აქციაში პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, რომელთა ხელფასებიდან შეგროვებული სახსრებითაც მოხდება აუცილებელი პროდუქტების ყიდვა.

არ მივცემთ ხელისუფლებას, დამსაქმებელს და საზოგადოებას იმის საშუალებას, დაივიწყოს ეს ხალხი და სასწარკვეთაში ულუკმაპუროდ დარჩენილი 300 ოჯახი. პროფკავშირების გაერთიანება,  წევრ ორგანიზაციებთან ერთად, გვერდში უდგა სოფლის მეურნეობის, მსუბუქი და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს, რომლის წევრიცაა კომპანია “აგარის შაქრის” პროფკავშირი.

ყველანი უნდა დავფიქრდეთ აგარელების სოლიდარობის მნიშვნელობაზე და გვერდში დავუდგეთ ჩვენს დებს და ძმებს, რომელთა ერთადერთი მოთხოვნაც დასაქმებაა. ჩვენი სოლიდარობით არ გავწირავთ აგარელებს. აქვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას ხელი შეუწყოს კომპანიის ამუშავებას  საგადასახადო შეღვათებით, თუ სხვა საჭირო მექანიზმების გამოყენებით.

“აგარის შაქრის” მფლობელები, ეგრეთ წოდებული თავისუფალი ბაზრის გამო, ბიზნესის პროფილის მთლიან შეცვლას გეგმავდნენ, რაზეც მეტყველებს საწარმოს ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის წარმოების დაწყება. რომ არა პროფკავშირების მიერ პრობლემის პრინციპულად დაყენება, საკითხი ამ მიმართულებით გადაწყდებოდა, რასაც ბუნებრივად მოჰყვებოდა  კომპანიის ასობით თანამშრომლის სამსახურის სამუდამოდ დაკარგვა.

ცნობილია ისიც, რომ თავისუფალმა ბაზარმა და ინვესტორების ე.წ. მოზიდვის პოლიტიკამ, ნაცვლად იმისა, რომ აგარაში შაქრის წარმოება და სამუშაო პროცესი წაეხალისებინა, გამოიწვია ის, რომ მეწარმეები შაქრის იმპორტით და დაფასოებით დაკავდნენ. ჩვენი მთავარი მიზანია მოხდეს ქართული წარმოების ხელშეწყობა და სწორედ ამას მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან.

ბრძოლა “აგარის შაქრისთვის” აგარელების სასარგებლოდ უახლოეს დასრულდება.  აგარელებმა კი უკვე თავისუფალი ბაზრის გამო დაჩაგრული სხვა დასაქმებულების სოლიდარობაზე უნდა იფიქრონ.” – აცხადებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.