საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის BWMV e.V (SEQUA) ორგანიზებით ეროვნული კონფერენცია -„პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი: პროფესიული ორიენტაცია და ტექნიკური პროფესიული განათლება და სწავლება – შედეგები და გაგრძელების პერსპექტივა შრომის ბაზრის საჭიროებათა საპასუხოდ“ – გაიხსნა.
კონფერენცია ესწრებოდნენ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები, სამინისტროები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, გერმანიის საელჩო, ბიზნეს ასოციაციები, სკოლები, პროფესიული კოლეჯები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან
კონფერენცია გახსნეს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ.
“კონფერენცია მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტით მიღწეული შედეგების შეფასებასა და სამომავლო მიზნების გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის. კერძოდ, რა შედეგებია მიღწეული პროექტით, რომელიც მიმართულია პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე დუალური სწავლების დანერგვის გზით. შრომის ბაზარზე არსებული პრობლემების მთავარი გამომწვევი ფაქტორი პროფესიული განათლების არაპრესტიჟულობაა. კომპანიების ჩართულობა ამ ეტაპზე კვლავ არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ტენდენცია დადებითია. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა ბიზნესი დაინტერესდეს პროფესიული დუალური განათლების დანერგვით საწარმოებში“, – აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.