მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირმა გაიმარჯვა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი გადადგა და შიმშილობის აქცია შეწყდა

პროფკავშირების პროტესტის ფონზე შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი დანიარ მუხამედ რახინი თანამდებობიდან გადადგა, ინფორმაცია ოფიციალირად დასტურდება.

პორტის პროფკავშირის თავმჯდომარემ, მოშიმშილემ, თენგიზ სურმანიძემ საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებს დოკუმენტი წარუდგინა, სადაც მითითებულია დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება.

“ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტს და მინდა გითხრათ, რომ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორის პოსტზე დანიარ მუხამედ რახინი აღარ იქნება. შეხვედრაში ჩართული იყო ქართული მხარე და ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას”, – აღნიშნა თენგიზ სურმანიძემ.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომლები 4 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლა პორტში დაგეგმილი საკადრო რეორგანიზაციის გეგმას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც 26 საპენსიო ასაკის ადამიანი სამსახუროდან დაითხოვეს და კიდევ ბევრის გათავისუფლება იგეგმება.