მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება

ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს: “მოქმედებათა სტრატეგია და ძლიერი სოციალური პოლიტიკა: საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება”.

კონფერენციაში მსოფლიოს პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერები,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბაროუ,  დამსაქმებელთა საერთაშოროსო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ლინდა კრომჟონგი და სხვა მსხვილი ორგანიზაციების პირველი პირები,  სოციალური განვითარების ექსპერტები და მთავრობათა წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში სიტყვით გამოვიდა სესიაზე ” მეცნიერების და განათლების სფეროების განვითარების პერსპექტივა და ახალგაზრდებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის გზები”.  მან ყურადღება განათლების ხელმისაწვდომობაზე, უწყვეტობასა, ხარისხის მნიშვნელობაზე და მის სასიცოცხლო დანიშნულებაზე გაამახვილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს პირისპირ შეხვედრები ჰქონდა უზბეკეთის პრემიერ მინისტრის  მოადგილე ტანზილა ნარბაევასთან, ვიცე პრემიერთან, შსო-ს მშრომელთა ბიუროს დირექტორ მარია ჰელენა ანდრესთან და უზბეკეთის პროფკავშირების პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში პეტრიაშვილი შსოს გენერლური დირექტორის სპეციალურ წარმომადგენელს კარი ტაპიოლასაც შეხვდა. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით არსებულ გამოწვევებს შრომითი უფლებების კუთხით. განიხილეს საქართველოში კანონმდებლობის და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება.