ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი თურქეთში, თურქეთის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს შეხვდა.

595f2b8b 27e7 478c 9c71 b3e5e67cda45

შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიებაზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დამდგარი შედეგების გამო,  კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს და სოლიდარობა გამოხატა.

„საქართველოს პროფკავშირული მოძრაობა თურქი ხალხის გვერდით დგას“ – განაცხადა პეტრიაშვილმა. ამასთან, გაერთიანების ხელმძღვანელმა  აღნიშნა, რომ სტანდარტების, შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექციის როლის დაკნინებამ, მიწისძვრის შედეგები კიდევ უფრო ფატალური გახადა.

f17cf6e2 fede 469d b311 a6959a266f1c

საკუთარ გამოსვლაში პეტრიაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგებზეც ისაუბრა.

„სიხარბეს არ აქვს საზღვრები, სანქციებით, ბანკებში მილიონებია გაყინული, მსოფლიოში კი უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შიმშილით იღუპებიან“ – აღნიშნა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ.

7071e3e7 06d8 4b59 8e0e b2858a156b7b

ღონისძიებას რვაასამდე ადამიანი ესწრებოდა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზეც იმსჯელეს.

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე