პროფკავშირმა წევრ დასაქმებულს სასამართლოს დახმარებით დისციპლინური სახდელები მოუხსნა
შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე დასაქმებული მარტოხელა,…
26/09/202307 / 02 / 2023
პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი და პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი, მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტთან, ირაკლი ამირანაშვილთან ერთად, ბაქოში, აზერბაიჯანის პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გამართულ 30 წლის საიუბლეო ღონისძიებას ესწრება.
ირაკლი პეტრიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგებს, აზერბაიჯანის პროფკავშირების დაარსების იუბილე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ისაუბრა საქართველოში არსებულ პროფკავშირულ აქტივობებსა და ხედვებზე. მიმოიხილა ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა, რათა მსოფლიოში დასაქმებულთა შრომითი უფლებები არ შეილახოს და ადამიანებს არსებობიდან ცხოვრების საშუალება მიეცეთ, რადგან დღეს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, ადამიანებს ბრძოლა სწორედ არსებობისთვის უწევთ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პროფკავშირების ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.