მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

PERC-ის საზაფხულო სკოლის ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 30-მდე ქვეყნის პროფკავშირების ლიდერებს უმასპინძლა

ღონისძიება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა.

კონფერენციაზე იმ შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელშიც შრომის ახალი რეალობების წინაშე PERC-ის რეგიონი დგას.

სამუშაო პირობები და მთავარი გამოწვევები, საერთაშორისო სტანდარტები, პლატფორმული დასაქმების სამყარო – მიღწევები და გამოწვევები: ეროვნული მაგალითები და გამოცდილებები, ევროკავშირის დირექტივის მნიშვნელობა პლატფორმულ სამუშაოსთან დაკავშირებით, შსო-ს სტანდარტების დადგენა უახლოეს მომავალში, იყო ის საკითხები, რომელზეც 30-მდე ქვეყნის 70-მდე პროფკავშირის ლიდერმა იმსჯელა.

სიტყვით გამოვიდა PERC-ისა და ETUC-ის გენერალური მდივანი ესთერ ლინჩი. შეხვედრას  მოდერირებას PERC-ის პრეზიდენტი იგორ ზუბკუ უწევდა.

მონაწილეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები საკუთარი ქვეყნების მაგალითზე. გაიმართა დისკუსია. შეჯერდა პოზიციები.

PERC-ის საზაფხულო სკოლის ყოველწლიური ღონისძიება 4-5 ივლისს თბილისში გაიმართა.

 

ფოტოების გადადით ბმულზე : https://www.facebook.com/gtuc.ge/posts/pfbid0pXxea12i5Uu6K7fQv9nhjGHB1G4oDyqzw7yUSdfov6RA1gpNgw3c93yuKFe4bqAQl?rdid=qUwUGRZYboFnkIOE