PERC-ის პრეზიდენტის პოზიციაზე ორი ვადით არჩეულ ირაკლი პეტრიაშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს

5 დეკემბერს ბრიუსელში, საერთაშორისო პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC)  მე-5 კონგრესს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამ დრომდე PERC-ის პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი გაუძღვა.

PERC-ის წევრებმა, მსოფლიო პროფკავშირების წარმომადგენლებმა და ევროპარლამენტარმა აგნეს იონგერიუსმა  ირაკლი პეტრიაშვილს, რომელიც 8 წლის განმავლობაში, ორი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტის პოზიციაზე,  წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. სწორედ იონგერიუსმა გადასცა ირაკლი პეტრიაშვილს საუკეთესო პროფკავშირული ლიდერობისთვის ფებე ელიზაბეტ ველასკესის სახელობის ჯილდო 2011 წელს. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ თავის თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის  მნიშვნელოვანი თემების ლობირებას მოახდენს.

ვიზიტის ფარგლებში, პროფკავშირების გაერთიანების  დელეგაციის წევრები ევროპის პროფესიული კავშირების გაერთიანების (ETUC) აღმასრულებელ მდივანს ესტერ ლინჩს შეხვდნენ. ETUC-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) წევრად მიღებასთან დაკავშირებით მზადყოფნა  გამოთქვეს

და ამ პროცესისთვის საჭირო  ნაბიჯები და ღონისძიებები დაგეგმეს. ETUC არის მსოფლიო პროფკავშირების ნაწილი, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პროფკავშირებს აერთიანებს.

ამასთან, PERC-ის კონგრესმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი გენერალური საბჭოს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამას გარდა, სხდომაზე აირჩიეს: ახალი გენერალური მდივანი,  პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები – დამტკიცდა PERC-ის აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა.