,,ორგანაიზინგის” მეორე კურსი დასრულდა

რა არის და ვის სჭირდება პროფკავშირი?! კომუნიკაცია, პროტესტის მართვა, განათლების მნიშვნელობა, შრომითი სამართლის ასპექტები, პროფკავშირების პრიორიტეტები და შრომითი დავების ცივილიზებული გადაწყვეტის საკითხები – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დარბაზში, 9-10 ივლისს, ორგანაიზინგის მეორე კურსის მესამე, დამასრულებელი მოდული გაიმართა.

ორგანაიზინგის კურსში ჩართულები იყვნენ ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, ქიმიური მრეწველობის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგობრივი პროფკავშრული ორგანზიაციების, ასევე გაერთიანების ახალგაზრდული და სხვა მიმართულების წარმომადგენლები. ორგანაიზინგის კურსს უძღვებოდნენ გიორგი დიასამიძე და თამილა გაბაიძე. მესამე მოდულის მიმდინარეობისას, 9 ივლისს, კურსის მონაწილეებმა ტრენერებთან ერთად ჩაატარეს ორგანაიზინგის გასვლითი პრაქტიკული სამუშაო – ბლიცის მოქმედება.

კურსი, რომელიც სამი ორდღიანი მოდულისგან შედგებოდა და 11-12 ივნისს დაიწყო, ჩატარდა ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. დამასრულებელი მოდულის მეორე დღეს წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.