მიმდინარეობს საიტის განახლება

თბილისში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

თბილისში მშენებლობაზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა, კერძოდ, უნივერსიტეტის ქუჩაზე. შემთხვევის ადგილზე ძირითად სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “საბა ქონსთრაქშენი” აწარმოებდა. წინასწარი ინფორმაციით 27 წლის მამაკაცი ჯაბა ქამადაძე სამშენებლო ობიექტზე ამწის კონსტრუქციას ღებავდა, რა დროსაც კალათა რაზეც ის იდგა ჩაიკეცა და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მისი გადმოვარდნა.

შრომის ინსპექციის ინსპექტორების მიერ დაწყებულია საქმის მოკვლევა.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.