მთავრობის ადმინისტრაციასთან 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, პროფკავშირებმა საპროტესტო აქციით აღნიშნა.
აქციის მთავარი მოთხოვნა ღირსეული და უსაფრთხო შრომა იყო ასევე აქციის მონაწილეებმა მთავრობის მეთაურს ე.წ. “სოციალური კონტრაქტის” გაფორმების მოთხოვნით მიმართეს – bit.do/kontraqti
“სოციალურ კონტარქტში” სწორედ ის საჭიროებებია ასახული, რომელიც სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით – კატასტროფის წინაშე მდგომ ჩვენს (და მსოფლიოს არაერთ) ქვეყანას გააჩნია. საუბარია საგანგაშოდ დიდ სოციალურ უთანასწორობაზე, რომელიც არ მცირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, რეფორმები კი იმათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს ვისაც ეხება.
წელს პროფკავშირები აქცენტს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე აკეთებენ და მოითხოვენ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი არა პოპულიზმზე, არამედ სოციალური კონტექსტსა და საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული, მათ შორის ადეკვატური მინიმალური ხელფასის განსაზღვრაზე, უმუშევრობის შემწეობის დაწესებაზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე, დედობის დაცვაზე და ა.შ.
საპროტესტო აქციის შემდეგ მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების შესაბამისი მანიფესტი მიიღეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად აქცენტი გაკეთდება ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის არსებულ სხვაობაზე.
მანიფესტაციას სხვადასხვა დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულებთან ერთად შეუერთდება ქალთა მოძრაობა.