პროფკავშირები სპორტსმენებისთვის – კლუბმა მორაგბეებს სოლიდური სახელფასო დავალიანება გადაუხადა

კლუბს ა(ა)იპ ჯიქი მორაგბეებისთვის რამდენიმე თვის ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. სპორტსმენები კუთვნილი ხელფასის მიღებას თვეების მანძილზე უშედეგოდ ელოდებოდნენ.

მორაგბეებმა დახმარებისთვის პროფესიული კავშირების გაერთიანებას მომართეს. მომზადდა შესაბამისი სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას, კლუბმა შეთანხმების სურვილი გამოთქვა.

მხარეები ანაზღაურების კონკრეტულ სოლიდურ თანხაზე შეჯერდნენ და კლუბმა 21-ვე მორაგბეს სახელფასო დავალიანება გადაუხადა. სასამართლოში სპორტსმენების ინტერესებს თამარ სურმავა იცავდა.

მოგიწოდებთ ყველა სპორტსმენს, თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართეთ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას.

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive