მიმდინარეობს საიტის განახლება

მოგებული დავა! პროფკავშირი VS რუსთავის აზოტი

მოგებული დავა! “რუსთავის აზოტს” უკანონოდ გათავისუფლებული 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზღაურება დაევალა! რუსთავის აზოტთან პროფკავშირების ხმაურიანი დავა წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. გათავისუფლებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით იცავდა.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით გათავისუფლებული 350 აზოტელის მხარდასაჭერად არაერთი საპროტესტო აქცია და გამოსვლა გაიმართა. პროფკავშირებთან ერთად სამართლებრივი დავის გაგრძელების გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში 57 მა გათავისუფლებულმა მიიღო, მათგან ერთი რამდენიმე თვის წინ, სამართლებრივი დავის პერიოდში გარდაიცვალა. 56 მოსარჩელის მოთხოვნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია. კომპანიას თითოეული მათგანისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის ოდენობით მოუწევს.