ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში მეტალურგებისა და მეშახტე-მაღაროელებისთვის სემინარები ჩატარდა

პროფკავშირების წევრებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი სემინარები საქართველოს რეგიონებში გრძელდება.

ამჯერად, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები, დასაქმებული მეტალურგები, მაღაროელები და მეშახტეები გადამზადდნენ.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კაკაშვილმა დასაქმებულებს საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები სამუშაო ადგილებზე გააცნო.

გაერთიანების იურისტმა ასლან ხმალაძემ კი შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმები განიხილა.

49c31efc 7fc9 4370 b880 5a3730faf43e

დასაქმებულებმა მათ სამუშაო ადგილზე არსებულ ორგანიზაციულ პრობლემებზე ისაუბრეს და კვალიფიციური რჩევა-კონსულტაციები მიიღეს.

წლებია, პროფკავშირების გაერთიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაა. ამერიკის სოლიდარობის ცენტრის Solidarity Center მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე ათობით სემინარი ჩატარდა. აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე