ნ.ა. 2017 წლის ივნისიდან მუშაობდა შპს “ეი ბი სი”-ში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
2018 წლის 08 აგვისტოს, მოსარჩელისათვის სრულიად მოულოდნელად, მუშაობის პროცესში კომპანიის ხელმძღვანელმა აცნობა, რომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან და სამსახურში აღარ უნდა გამოცხადებულიყო. კითხვაზე თუ რა გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი, პასუხი ვერ მიიღო.
2020 წლის 16 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ნ.ა.-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 23 400 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშრების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.