მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების წევრებისთვის თემაზე: „ლიდერი ქალები“ სამდღიანი სემინარი გაიმართა

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, პროფკავშირების წევრებისთვის თემაზე: „ლიდერი ქალები“ სამდღიანი სემინარი გაიმართა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ ქალთა შრომით უფლებებსა და ამ მიმართულებით, მათი გაძლიერებისთვის პროფკავშირების როლზე ისაუბრა.

სემინარის მონაწილეებთან, იურისტმა ნინო ელბაქიძემ ლიდერობასა და ადვოკატირებაზე, ხოლო, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა, ია ყაყიჩაშვილმა, მონაცემთა შეგროვების მეთოდებში პრაქტიკული შესავლის შესახებ ისაუბრეს.

პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიძემ კი პროფკავშირის წევრებს პროფკავშირების ინიციატივების: მინიმალური ხელფასის, თანასწორობის, არაფორმალური დასაქმების შესახებ განახლებული ინფორმაციები მიაწოდა.

სემინარს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის,ხელოვნების, მასმედიისა და კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის, აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის, კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, მშენებელთა და ტყის მუშაკთა პროფესიული კავშირის, მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, აფხაზეთის პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის, აქტიურ რეჟიმში წარიმართა.

ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე: https://www.facebook.com/gtuc.ge/posts/pfbid0268CKpvQyxeGYEUWJRKteFiikhQZrDvHgmnYbCb5ZFc1snAyZzbC3dP1duFjTJzM4l