მიმდინარეობს საიტის განახლება

კულტურის ცენტრში ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა

დღეს პროფკავშირების კულტურის ცენტრში, გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული პოზიციის მხარდამჭერების შეხვედრა.

მსჯელობა ერთის მხრივ დღეის მოქმედებებსა და სტრატეგიას, აგრეთვე ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბების იდეას შეეხო.

პროფკავშირების აქტივისტებმა იმსჯელეს დღევანდელი ბრძოლის მოსაგებად საჭირო ნაბიჯებზე, რაც შემდგომში ახალი მესამე პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებით უნდა დასრულდეს – თუ არსებული გამოწვევები იგივე დარჩება და პრობლემები არ აღმოიფხვრება.

ის ფაქტი, რომ საზოგადოების 54%-ს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არც ერთი და არც მეორე კანდიდატის სასარგებლოდ არ მიუღია გადაწყვეტილება, იძლევა მკაფიო გზავნილს, რომ საზოგადოებასა და ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფ ძალებს შორის გაუცხოებაა. ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ სხვა მოთხოვნები, ხელისუფლებას და ოპოზიციას სხვა პრიორიტეტები, რაც ძირითადად თანხვედრაშია პროფკავშირების პოზიციებთან.

ფოტოალბომი