დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირადი ელ. ფოსტის შემოწმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა არაკანონიერად მიიჩნია

ხშირად დამსაქმებლები სამუშაოს შესასრულებლად დასაქმებულებს უზრუნველყოფენ სამსახურებრივი კომპიუტერით, შემდეგ კი მანიპულირებენ იმით, რომ კომპიუტერში არსებულ ინფორმაციაზეც შეუზღუდავი უფლებები აქვთ, მიუხედავად იმისა, მონაცემები პერსონალურია თუ – არა. ეს პრობლემა განსაკუთრებით  სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მწვავდება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა არაკანონიერად მიიჩნია დამსაქმებლის მიერ სამსახურებრივ კომპიუტერში დასაქმებულის პირადი ელ. ფოსტის შემოწმება და შემოწმების შედეგების დასაქმებულის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობა დასაქმებულის გათავისუფლების შემდეგ.

წყარო: https://personaldata.ge/ka/press/post/8129?fbclid=IwAR2yjY8oEJklcShBGKCS8XDwKW9OXnD9eqtDmx10jGescXvI-YnZak2Wv8I

დასაქმებულთა საყურადღებოდ!

თქვენ  უფლება გაქვთ, სამსახურებრივი კომპიუტერი არ დაუბრუნოთ დამსაქმებელს იქამდე, სანამ კომპიუტერს პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისგან არ გაათავისუფლებთ.

გახსოვდეთ, თუ დამსაქმებელი თქვენი თანხმობის გარეშე პირადი ელ. ფოსტიდან მოპოვებული ინფორმაციის თქვენ წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, შეგიძლიათ, პირად ელ. ფოსტაზე წვდომის კანონიერების შესასწავლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს  მიმართოთ. ასევე, გაქვთ უფლება, იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე არაკანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.