მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

კომპანია „აგარის შაქარმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.

კომპანია „აგარის შაქარმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა. წარმოებაში 500-ზე მეტი პირია დასაქმებული. დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შაქრის იმპორტის 50 პროცენტს ჩაანაცვლებენ. წლის ბოლომდე ქარხანა 65 ათასი ტონა შაქრის წარმოებას გეგმავს. საწარმო სახელმწიფოსგან მხარდაჭერის პაკეტით ისარგებლებს, რაც გულისხმობს შეღავათებს ბუნებრივი არის მიწოდებასა და სარკინიგზო გადაზიდვის ტარიფზე.

„აგარის შაქრის“ ქარხანამ მუშაობა მეორედ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან შეწყვიტა და გადავიდა კონსერვაციაზე. 2017 წლიდან, პროფკავშირები აქტიურად იყო და არის ჩართული ქარხნის ამუშავებისა და მოლაპარაკებების პროცესში. „აგარის შაქრის“ გახსნა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 3 აპრილს გადაწყდა.