კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა სამუშაო ადგილზე

თბილისში, ნაძალადევში კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადმოვარდა. 21 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. მეორე, 26 წლის მამაკაცი, მძიმე დაზიანებებით პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

პროფკავშირების შესაბამისმა სამსახურებმა მშენებლობაზე არსებული მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა. პირველადი შეფასებით სამშენებლო ამწე დამზადებული იყო ,,კუსტარული” მეთოდით.

პროფკავშირების გაერთიანება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და დაშავებულს მალე გამოჯამრთელებას უსურვებს.

2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 38 და დაშავდა 135 ადამიანი. სამშენებლო სექტორი ყველაზე სახიფათოდ რჩება დასაქმებულებისთვის და უბედური შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავ ამ სფეროში ხდება.

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/510659289841865/