შრომითი უფლებები, კანონმდებლობა, უსაფრთხოება, გენდერული საკითხები, საპენსიო უზრუნველყოფა, საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ანაზღაურების საკითხები განიხილეს ყაზახეთის და საქართველოს პროფკავშირების ლიდერებმა.
ყაზახეთის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში სატიბალდ დაულეტანის ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან ირაკლი პეტრიაშვილთან, აგრეთვე საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლებთან, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელთან და პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციების წევრებთან, ანალიტიკოსებთან, შრომის დაცვის ექსპერტებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.
განიხილეს რეგიონალური საკითხები და ორი ქვეყნის სოციალური და შრომითი გამოწვევები. იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებზე. ყაზახეთის პროფკავშირების თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა მათ ქვეყანაში პროფკავშირების გამოწვევების შესახებ. აღსანიშნავია რომ ყაზახეთის და საქართველოს პროფკავშირებს შორის საკმაოდ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული.
ყაზახეთის დელეგაციაში შედიან ყაზახეთის პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარე სატიბალდ დაულეტანის, თავმჯდომარის მოადგილე გულნარა ჟუმაგელდიევა, თავმჯდომარის მრჩეველი ბირჟან ნურიმბეტოვი და მცირე და საშუალო ბიზნესის დასაქმებულების ინდუსტრიული პროფკავშირის თავმჯდომარე კაირაკბეი ჟანაბეკოვი.