პროფკავშირების შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში სასწრაფოს თანამშრომელთა მოთხოვნები განიხილეს

პროფკავშირების თავმჯდომარის, წარმომადგენლების, გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა.

პროფკავშირების შუამდგომლობით, სამმხრივ ფორმატში მხარეებმა სასწრაფოს თანამშრომელთა მოთხოვნები განიხილეს.

მოთხოვნების საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 12 საათიანი სამუშაო რეჟიმი, რომლის დანერგვასაც ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავდა, გაუქმდება. ასევე, მოხდება დასაქმებულთა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.

რაც შეეხება დასაქმებულთა ხელფასების მატებას, შეთანხმების მიხედვით, პროფკავშირები და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები ერთად შეიმუშავებენ სქემას, როგორ უნდა მოხდეს ხელფასების მატება. სწორედ ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შემდეგ შეხვედრაზე განხილვის საგანი.

 

შეხვედრის ფოტოები

ასევე დაგაინტერესებთ

არაფორმალური დასაქმება და თვითდასაქმება

საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაცია თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

Inactive