საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების რიგგარეშე (საანგარიშო-საარჩევნო) IX ყრილობა გაიმართა 2007 წლის 20 დეკემბერს
ყრილობამ განიხილა 9 საკითხი. მოისმინა გაერთიანების გამგეობისა და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიში საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ და სხვა საკითხები, აგრეთვე ინფორმაცია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის III (რიგგარეშე) ყრილობაზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში წევრად შესვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
IX ყრილობის დელეგატებად წევრი ორგანიზაციების მიერ არჩეული იქნა 200 დელეგატი. ყრილობას ესწრებოდა 182 დელეგატი.
ყრილობის მუშაობის რეგლამენტის მე-6.1 პუნქტის შესაბამისად ყრილობამ ერთხმად აირჩია ყრილობის პრეზიდიუმი გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეების – გოჩა ალექსანდრიას, მერაბ დოლიძის, დოდო მექვაბიშვილის შემადგენლობით.