ITUC PERC- ის ახალგაზრდულმა კომიტეტმა საქართველოს საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად, თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეით გამსჭვალულები აპროტესტებენ “უცხოური გავლენების აგენტების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ITUC PERC- ის ახალგაზრდულ კომიტეტს, რომელიც წარმოვადგენთ და ვაერთიანებთ სხვადასხვა ქვეყნის პროფკავშირული მოძრაობის ახალგაზრდა თაობას, გვსურს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ საქართველოს საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად, თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეით გამსჭვალულები აპროტესტებენ “უცხოური გავლენების აგენტების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტს.
ახალგაზრდების ასეთი სულისკვეთება, გახდეს ცივილიზებული, პროგრესული და დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი ნამდვილად დასაფასებელია.
საგულისხმოა, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, თავის მხრივ, გამოხატა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ყველა პლატფორმაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, “უცხოური გავლენების აგენტების შესახებ”კანონპროექტთან დაკავშირებით და მიიჩნია უკან გადადგმულ ნაბიჯად ევროინტეგრაციის გზაზე.
ნაბიჯად, რომელიც ხელს შეუშლიდა მშრომელებს დაეცვათ საკუთარი უფლებები. საქართველოში დაანონსებული კანონპროექტის უკან გაწვევა წარმოადგენს, მათ შორის, მშრომელი ახალგაზრდების უფლებების დაცვის გზაზე გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს. ეს კი სწორედ პროგრესული ახალგაზრდა თაობის მკვეთრი აქტიურობით იქნა მიღწეული.
მშრომელი ახალგაზრდების უფლებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. თავისუფლებისა და ახალგაზრდების ხმების ჩახშობის გზით კი აღნიშნულ ვალს ვერ მოვიხდით“ – ნათქვამია განცხადებაში.