შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202208 / 05 / 2019
სერტიფიკატი საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს ღირსეული შრომის პრინციპების დანერგვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.
ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ჯილდოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო – ILO) გაეროს უმსხვილესი ბიუროა, თუმცა გაეროზე მეტი ხნისაა და წელს მისი 100 წლის იუბილე აღინიშნება.
სწორედ ეს ორგანიზაციაა მსოფლიოში სოციალურ სამართლიანობისა და ღირსეული შრომის მაღალი სტანდარტების დამდგენი და მთავარი შემფასებელი.
ირაკლი პეტრიაშვილს ექსკლუზიური ჯილდო „ღირსეული შრომის პრინციპების დანერგვის საკითხში პირადი ღვაწლისა და აქტიური თანამშრომლობისთვის“ მიენიჭა. მსოფლიო პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა სპეციალური სერტფიკატი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასაც.