მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი საპრეზედენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზოგადეობის კითხვებს პასუხობს

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ წარმოუდგენია ის დღის წესრიგი რა გამოწვევებიც აქვს მოქალაქეებს და პროფკავშირებს. მიუხედავად ამისა, პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ნეიტრალური პოზციის დაკავების ფუფუნება აღარ დარჩა და არსებული მდგომარეობით სასწორზე დევს ის, თუ რა გაუკეთებია ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და რა გაუკეთებია მეორე პოლიტიკურ ჯგუფს.

ვიდეო მიმართვაში ირაკლი პეტრიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებს სალომე ზურაბიშვილს და იგივეს მოუწოდებს პროფკავშირულ ორგანიზაციებს, რომლებსაც სამშაბათს 17:00 საათზე პროფკავშირების კულტურის სახლში ეპატიჟება და პოზიციის ღიად დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

პეტრიაშვილი ჩანაწერში ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ იდევნებოდნენ პროფკავშირული გაერთიანებები წინა ხელისუფლების პერიოდში, აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პირობებში არსებობს შანსი სოციალური დიალოგის.