მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი საფრანგეთში მიმდინარე სოციალურ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, საფრანგეთში მიმდინარე გაფიცვებსა და დემონსტრაციებს სოლიდარობას და თანადგომას უცხადებს. ფრანგი კოლეგების მიმართ გაგზავნილ წერილს და თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.

,,დებო და ძმებო, კოლეგებო საფრანგეთიდან,

გვსურს გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა თქვენთვის ასეთ მნიშნველოვან –  გაფიცვებითა და დემონსტრაციებით აღნიშნული სოციალური პროტესტის დღეს.

წარმოვადგენთ რა დასაქმებულებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ თქვენს ბრძოლას თქვენი ხელისუფლების უსამართლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც საპენსიო რეფორმას ეხება. ეს ახალი თავდასხმა ფუძემდებლურ სოციალურ უფლებაზე საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც პენსიაზე გასვლის პირობას, აგრეთვე პენსიის დონეს მომავალი პენსიონერებისთვის. იმ პირობებში, როდესაც დასაქმება უფრო და უფრო არასტაბილური ხდება, როდესაც ეცემა შრომის ანაზღაურების დონე და იზრდება მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობა, აღნიშნული რეფორმა განსაკუთრებით მიუღებელია.

აღნიშნული რეფორმა კიდევ უფრო  ზრდის გარდაქმნების იმ სამწუხარო სიას, რაც განიცადა ფრანგულმა სოციალურმა მოდელმა ბოლო წლებში და რამაც თქვენი ქვეყნის იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა. ჩვენ უკიდურესად ვწუხვართ მშრომელთა საფრანგეთში დემოკრატიის დაკნინების გამო, რომლის შესახებაც აღნიშნა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა, რომელმაც გამოთქვა წუხილი საფრანგეთში სოციალური პროტესტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო.

ულტრალიბერალიზმის მიმდევართა მიერ  გაცხადებული ანტი-რეფორმების და კრიზისის მსხვერპლთა რისხვის ქარიშხალი მთელს მსოფლიოში იზრდება. როგორც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა, მინდა გისურვოთ, რომ ამ ქარიშხალმა განაქარვოს ის საფრთხეები, რომელიც საფრანგეთში საპენსიო უზრუნველყოფის განაწილებითი და სოლიდარული სისტემის ირგვლივ მოგროვდა.

ძმური სოლიდარობით
ირაკლი პეტრიაშვილი
პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი”

 


 

Chères et Chers, Sœurs, Frères et Camarades de France,

Recevez tout notre soutien et notre solidarité en ce jour important de grèves et de manifestations dans votre pays.

Partout en Europe et plus globalement dans le monde, nous regardons avec attention votre combat et adhérons à votre lutte contre les projets injustes du gouvernement en matière de retraites. Cette nouvelle attaque contre un droit social essentiel affecte autant le niveau des futures retraites que les conditions fixées à leur accès. C’est inacceptable alors que, dans le même temps, les richesses n’ont jamais été aussi mal réparties, les conditions d’emploi se précarisent et le niveau des salaires stagne ou baisse.

De surcroît, cela fait suite à d’autres mesures qui ont, dans la dernière période affecté le modèle social français et écorné l’image de votre pays. Nous sommes inquiets devant le recul de la démocratie sociale en France, constaté notamment en mars dernier par Michelle Bachelet, Haut-Commissaire aux Droits de l’Homme de l’ONU, lorsqu’elle pointait l’usage excessif de la violence par les forces de l’ordre dans la répression des mouvements sociaux.

Partout dans le monde, un vent de colère se lève dans le camp de celles et ceux qui sont les victimes de la crise et des contre-réformes développées par les chantres de l’ultra-libéralisme. Je formule le vœux, en tant que président du Conseil Régional Européen de la Confédération Syndicale Internationale, que ce vent emporte dans les jours et semaines qui viennent, les menaces qui pèsent en France sur le système de retraite solidaire et par répartition !

Bien fraternellement et solidairement,

Irakli Petriashvili

Président du Conseil Régional Européen

de la Confédération Syndicale Internationale »