,,მშვიდობის, დემოკრატიის და თავისუფლებების გამოწვევები ევროპაში“- ირაკლი პეტრიაშვილი ქალაქ სარაევოში – პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს მე 11 სხდომას უძღვება.
მთავარი განსახილველი თემა, დეკემბერში დაგეგმილი, პროფკავშირების მსოფლიო კონგრესისთვის სამსჯელო საკითხების და პროგრამის მომზადებაა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თამვჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტი, ყოველწლურ საერთაშორისო შეხვედრაზე აქტიურად მონაწილეობს დებატებშიც.
პეტრიაშვილმა დღეს მსოფლიოს პროფკავშირების წარმომადგენლებს სიტყვითაც მიმართა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დასაქმებულებს ევროპასა და მთელს მსოფლიოში აქვთ, მათ შორის იმსჯელა შრომით მიგრაციაზე და თანმდევ პრობლემებზე, გენდერულ საკითხებზე, ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ანაზღაურებაზე.
პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს მე 11 სხდომას ბოსნია-ჰერცოგოვინა 11 დან 13 სექტრემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.