მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს !

ძვირფასო მასწავლებლებო,

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თითოეული პროფკავშირის წევრის სახელით, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

საბედნიეროდ, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, წელს უკვე ბავშვების გარემოცვაში, საკლასო ოთახებში აღნიშნავთ, რასაც თითქმის ორი წლის მანძილზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მოკლებულნი იყავით და რომელმაც თქვენ, პედაგოგებს, წაგართვათ მთავარი – ბავშვებთან უშუალო ურთიერთობა, საგნობრივი დისციპლინის სწავლება და შეყვარება, მათთან ჩახუტების, სითბოს, სილაღის, ალალი და ნამდვილი ურთიერთობების შესაძლებლობა. დაგტოვათ პირისპირ კომპიუტერებთან და შეშინებულ, დაბნეულ ბავშვებთან და თქვენ ამას გაუძელით.

მადლობა თქვენ, რომ გადალახეთ ყველა დაბრკოლება, გამოწვევა, არ მიატოვეთ მთავარი – ხვალინდელ დღეზე მზრუნველი თაობის აღზრდა.

გისურვებთ მაღალი სტანდარტის შრომის პირობებს, ასევე თქვენი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის, მომავალი თაობების აღზრდის წვლილის დაფასებას, რაც ღირსეული და წარმატებული საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველია.

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია.

 

პატივისცემით,

ირაკლი პეტრიაშვილი