მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადება ბორჯომის ქარხნის თანამშრომლების პროტესტთან დაკავშირებით

ირაკლი პეტრიაშვილი სოლიდარობას უცხადებს ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს: „კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი დების და ძმების, ბორჯომის ქარხნის დასაქმებულების მიმართ. კომპანია ვალდებულია თითოეულ თანამშრომელს კუთვნილი ორი თვის ხელფასი, რომელიც არ აუღიათ, აუნაზღაუროს. უპირობოდ უნდა აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები და გაუფორმონ უვადო შრომითი ხელშეკრულებები. ვიმედოვნებ, მედიაციის პროცესი სათანადოდ წარიმართება და დასაქმებულების სრულიად სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.“

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელის – გიორგი დიასამიძის ცნობით, დღეს ბორჯომში მომხდარმა რამდენიმე ინციდენტმა აქციის რამდენიმე მონაწილის დაშავება გამოიწვია.