მიმდინარეობს საიტის განახლება

ილოს ბლოგი – როდემდე?!

როდემდე?!

კითხვა, რომელიც 2017 წელს, 4 მეშახტის გარდაცვალების დღეებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, მაშტაბური აქციით დაუსვა პასიურ საზოგადოებას და ინერტულ ხელისუფალს, ერთი წლის თავზე, აქტუალობას კარგავს!

საზოგადოებისა და მთავრობის უმოქმედობამ, კვლავ საგანგაშო ტრაგედიამდე მიგვიყვანა – ამ ჯერზე 6 გარდაცვლილი მუშა და 13 დაობლებული შვილი ტყიბულს…!

ამ დრომდე!
სწორედ ამ დრომდე უნდა გვემოქმედა!

სამწუხაროდ, რეალობა კვლავ უცვლელია! მთავრობა და სამოქალაქო აქტივიზმი, კვლავ მორიგ მსხვერპლს ,,ითხოვს“, მორიგი გააქტიურებისთვის…

კიდევ ერთი წელი და თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტყიბული კვლავ შავებში შეიმოსება!
კვლავ დავუშვებთ დროშებს და ვიგლოვებთ შახტაში დამარხულ მამებს!

,,ისევ ჩავალ შახტაში…“_ო ამბობს გადარჩენილი და დასახიჩრებული მუშა!

მათ შვილებს შიათ (!) და დიახ (!) – მეშახტეს მეტი გამოსავალი ამ ქალაქში არ აქვს!

საქართველოს პროფკავშირებმა უკვე გადაწყვიტა! მათი სტრატეგია ცნობილია და – დროა….!

19 აპრილს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მოთხოვნით, სამმხრივი კომისია ჩაინიშნა! ერთ-ერთი მთავარი გამოცდის წინაშე ხელისუფალი, რომელიც აცხადებს, რომ არ არის ტყიბულში დატრიალებული ტრაგედიების თანამონაწილე, სწორედ 19 აპრილსწარსდგება!

სწორედ სამმხრივ კომისიაზე უნდა გაირკვას, მინიმუმ სურს თუ არა (?!) და არის კი მზად (?!) – დაიწყოს სახელმწიფომ ქმედითი ღონისძიებების გატარება ტყიბულის გადასარჩენად!

სოციალური პარტნიორობის სამმხეივი კომისია, რომელსაც შრომის კოდექსის თანახმად, ქვეყნის პრემიერ მინისტრი ხელმძღვანელობს და მინიმუმ კვარტალში ერთხელ უნდა იქნას ჩანიშნული, ამ დრომდე უმოქმედოა!
პრემიერ მინისტრი, ამ დრომდე თავს არიდებდა სხდომის ჩატარებას!

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, კატეგორიულად მოსთხოვა გიორგი კვირიკაშვილს და კომისიის უკლებლივ ყველა წევრს, ექვსი მინისტრის მონაწილეობით, დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიაზე, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ტყიბულის გადასარჩენად!

წინასწარ გაცხადებულია პროფკავშირების ინიციატივებიც, რაზეც კომისიას მოუწევს მსჯელობა:

1. ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად განთავისუფლება,
2. ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაწევა 55 წლამდე, რაც მათ მისცემს საშუალებას თავად გააკეთონ სამუშაოზე დარჩენის ან პენსიაზე გასვლის არჩევანი მითითებული ასაკიდან,
3. კომპანიის მიერ მეშახტებიის შრომის ანაზღაურების ინდექსაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად, რაც საერთო ჯამში შეადგენს 8,1%-ს,
4. ტყიბულის შახტების შეჩერება და მათი სრული რეაბილიტაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შედგენილი სარეაბილიტაციო გეგმის მიხედვით. მთელი სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობის თანხით, ასევე ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობების შეუფერხებლად შენარჩუნება.
5. საწარმო შემთხვევების შედეგად გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით – შრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემის შექმნა, რაშიც იგულისხმება ამგვარი შემთხვევების შედეგად დაზარალებული დასაქმებულების და მათი ოჯახების კომპენსირება მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი კლასიფიკაციით,
6. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N176 კონვენციის (,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“) რატიფიცირების საკითხის დღის წესრიგში დაყენება.

პირველი ნაბიჯის, პირველი ტესტის ჩაბარების მდგენელი მარტივია – იმ შემთხვევაში, თუ სამმხრივი კომისიის სხდომა, კვლავ პრემიერ მინისტრის თანამონაწილეობის გარეშე ჩაივლის, თუ კი 6 მინისტრი, სხდომაზე დასასწრებად კვლავ თავის მესამე და მეოთხე მოადგილეებს გაუშვებს, მაშინ ყველაფერი კიდევ უფრო ცხადი გახდება….!

გასაგედბი მესიჯი პროფკავშირისთვის და ყველასთვის, ვისაც ჯერ არ დაუგეგმავს 1 მაისი…!

1 მაისი – მშრომელების ბრძოლის საერთაშორისო დღე!