მსოფლიოში მოგზაურობასა და პერსონალურ ურთიერთობებში მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით და დელეგატებისა და თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, შრომის საერთაშორისო კონფერენციის 109-ე სესია გაიმართება მომავალ წელს.
COVID-19 გავრცელების გამო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველმა ორგანომ გადადო ყოველწლიური შრომის საერთაშორისო კონფერენციის მორიგი სხდომა, რომელიც 25 მაისიდან 5 ივნისამდე ჟენევაში იყო დაგეგმილი.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პანდემიის გამო მსოფლიოში მოგზაურობის სერიოზული შეზღუდვების გათვალისწინებით და დელეგატებისა და პერსონალის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. კონფერენციის 109-ე სესია 2021 წლის ივნისში გაიმართება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე არ ჩატარდება ILO- ს მმართველი ორგანოს ასოცირებული 338-ე და 339-ე სესიები, რომლებიც დაგეგმილია იყო 2020 წლის 25 მაისსა და 6 ივნისს.
კონფერენციის გადავადების მიუხედავად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მთელი მისი ოფისი მთელს მსოფლიოში ფუნქციონირებს და გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას თავის წევრებთან, განვითარების პარტნიორებთან და მრავალმხრივ სისტემასთან. ორგანიზაცია მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს პანდემიასთან დაკავშირებით პოლიტიკის და ტექნიკური რეაგირებისკენ, დაუყოვნებელი და გრძელვადიანი პერსპექტივით.
შრომის საერთაშორისო კონფერენცია იკრიბება წელიწადში ერთხელ ჟენევაში, შვეიცარია, რათა განიხილოს შრომის სამყაროს ძირითადი საკითხები, შეიმუშავოს და მიიღოს შრომის საერთაშორისო სტანდარტები და განახორციელოს მათ შესრულებაზე მონიტორინგი. კონფერენციის დროს ერთად იკრიბებიან შსო – ს 187 წევრი ქვეყნის მთავრობა, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ორგანიზაციები.