,,სტრატეგიული კომუნიკაციები პროფკავშირებისთვის კრიზისის დროს და მის ფარგლებს გარეთ” – პროფკავშირების ლიდერებმა და კომუნიკაციის მენეჯერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, კრიზისების დაძლევის გზებზე იმსჯელეს

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, სამდღიანი კონფერენცია: ,,სტრატეგიული კომუნიკაციები პროფკავშირებისთვის კრიზისის დროს და მის ფარგლებს გარეთ” გაიმართა.
პროფკავშირების ლიდერებმა და კომუნიკაციის მენეჯერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთმანეთს საკუთარი ორგანიზაციების გამოცდილებები გაუზიარეს და კრიზისების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
347590512 642554431236249 7261203376376404907 n
ცალკე სესიები მიეძღვნა საქართველოსა და უკრაინის ქეისებს.
347610523 642555934569432 470430400001867958 n
კონფერენცია საინტერესოდ, კითხვა-პასუხისა და პრეზენტაციების წარდგენის რეჟიმში წარიმართა.
347610738 642555337902825 3714839691753552722 n
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მშრომელთა აქტივობების ბიუროს კომუნიკაციების და პუბლიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა, მამადუ კაბა სუარემ, კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები შესთავაზა.
347622420 642555771236115 4403417219721849722 n
კონფერენციაში, პან-ევროპული რეგიონული საბჭოს აღმასრულებელი მდივანი – ანტონ ლეპიკი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მშრომელთა აქტივობების ბიუროს ევროპის და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსი – სერგიუს გლოვაცკასი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცის მშრომელთა აქტივობების ბიუროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ოფისის უფროსი სპეციალისტი – გოჩა ალექსანდრია, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
347587626 642554481236244 7542376350575069101 n
მეტი ფოტოების სანახავად მიჰყევით ბმულს :
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid02ewfABSToByn8NqXqkuADYCiGhmuDavpR3hfASJoRwtBdBBno92pKY898Cma8GYsxl&id=100064450943659&mibextid=Nif5oz

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive