მიმდინარეობს საიტის განახლება

ILO – Danida: ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთავში, შრომით უფლებებზე ორდღიანი ტრენინგი გაიხსნა. ტრენინგში მონაწილეობენ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები, მედიცინის, განათლების და სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულები, აგრეთვე ბოლნისის და რუსთავის საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები.

შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარი რამდენიმე საკითხზე იმართება,  მათ შორის : სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე. სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა არიან. პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში;

შეხვედრას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასიმ გახსნა.

ტრენინგი რუსთავში მდებარე სასტუმრო „რუსთავში“ ხვალ დასრულდება.

შეხვედრას ესწრება და მონაწილეებს სიტყვით მიმართა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეებმა ლავრენტი ალანიამ და რაისა ლიპარტელიანმა, რომელიც აცხადებს: “აღსანიშნავია, რომ ტრენინგზე ყურადღებას რეგიონში, შრომით ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ვამახვილებთ. საუბარი ეხება საკანონმდებლო და პრაქტიკულ ხარვეზებს, რაც ხელს უშლის წარმატებულ სოციალურ დიალოგს. ვიხილავთ ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებსაც, რომლებზეც აქტიურად მუშაობს პროფკავშირების გაერთიანება, მათ შორის საპენსიო რეფორმას, მინიმალური ხელფასს, უმუშევრობის შემწეობას, შრომის უსაფრთხოებას და გენდერული თანასწორობას შრომით ურთიერთოებში”.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია ერთი თვეა დაიწყო. შევედრები უკვე შედგა ბათუმში და ქუთაისში.