დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოს პროფესიული კავშირების საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტელეკომპანია იბერიაში დასაქმებულთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის და პროფკავშირების გაერთიანების პრესკონფერენცია.
დასაქმებულთა მთავარი მოთხოვნაა კუთვნილი შრომითი ანაზღაურების უმოკლეს ვადებში ჩარიცხვა. როგორც იბერიის თანამშრომლები, ისე მთლიანად პროფესიული კავშირები ყოველთვის დგას თავისუფალი მედიის დაცვის სადარაჯოზე, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ვინმეს შეუძლია დასაქმებულთა შრომის უფლებების დარღვევის ასე გამართლება. კომპანიის თანამშრომელთა უმეტესობამ ტელეკომპანიის დახურვა გაიგო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია.
იბერიის პირველადმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ დირეაქციაში შეიტანა განცხადება, სადაც აღნიშნულია ყველა ის საკითხი რაზეც საუბარი იყო პრესკონფერენციაზე. დროული კომუნიკაციის არარსებობის შემთხვევაში, დასაქმებულები მიმართავენ სასამართლოს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს დასაქმებულთა პროტესტს, იბრძოლებს მათი სოციალური გარანტიების შესანარჩუნებლად და სასამართლოში დაიცავს მათ შრომით უფლებებს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოვუწოდებთ კომპანიას და სახელმწიფოს, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები, ისე მოაგვაროს დასაქმებულების ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა არ გააუარესოს.