მიმდინარეობს საიტის განახლება

გზის მშენებლების გაფიცვა ოსიაურში

გზის მშენებლების გაფიცვა!

კომპანია “სინო ჰიდროს” ოსიაური ჩუმათელეთის გზის მონაკვეთის მშენებლები ხელფასების მომატებას და სათანადო შრომით უფლებებს ითხოვენ. 80 მდე დასაქმებულს და ჩინელ დამსაქმებლებს დღეს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები შეხვდნენ.

გიორგი დიასამიძემ მუშებს მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იკვეთება შრომითი კანონმდებლობის დარღვევა, დასაქმებულებს არ აქვთ შვებულებით და დასვენების დღეებით სარგებლობის უფლება. მოლაპარაკებები ადმინსიტრაციასთან პროფკავშირების ჩართულობით მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მუშები გაფიცვას განაგრძობენ.