საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პროფკავშირებსა და შრომის სფეროში მოქმედ სხვადახვა ორგანიზაციებში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დანიის პროფკავშირების კონფედერაციასთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორი ქვეყნის პროფკავშირული საქმიანობის განსახილველად/შესაჯამებლად დანიაში იმყოფება.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციამ, შეხვედრები გამართა როგორც დანიის პროფკავშირების კონფედერაციაში (FH) და დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოში (DTDA), ისე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში/ევროპის სამეზობლო ოფისში/EUN, სადაც საქართველოს პროფკავშირებს დანიის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და  კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯების მხარდაჭერა აღუთქვეს. ასევე, საქართველოს პროფკავშირებთან თანამშრომლობის გზები განიხილეს.

27b4d3da c096 495d 951a 049fc1812b9a

 

რაც შეეხება, დანიის პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტ მორტენ სკოვ კრისტიანსენთან შეხვედრას, მხარეებმა FH-ის სამმხრივი თანამშრომლობის, დანიის გამოცდილების გაზიარების, სოციალური დიალოგის განვითარების, შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობის/აუცილებლობის, პროფესიული განათლებისა და მსოფლიოში დასაქმებულთა გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ასევე, დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს პროფკავშირებს და სხვადასხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები შეჯერდა.

aedfe44a 7640 44a5 9495 5fed09b9e835

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციამ მოინახულა დანიური პროფკავშირების სასწავლო ცენტრი. შეხვედრები გაიმართა: დანიის დამსქმებელთა ასოციაციასთან, შრომის სფეროში მოქმედ სხვადახვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან და უახლოეს მომავალში საქართველოში მათი ვიზიტი დაიგეგმა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive