„გლობალური კომისიის ანგარიში შრომის მომავალზე და პროფკავშირების პრიორიტეტები“ შრომის საერთშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით, შრომის მომავალზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
კონფერენცია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს თამარ ბარკალაიამ – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ელგუჯა მელაძემ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა ბიუროს დირექტორმა მარია ჰელენა ანდრემ, რომელიც კონფერენციის ძირითადი მომხსენებელიცაა.
მან წარმოადგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გლობალური კომისიის ანგარიში: “შრომა უფრო ნათელი მომავლისთვის”. რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად მოიცავა საქართველოს შრომით სფეროში არსებულ მდგომარეობას გლობალურ კონტექსტში. მარია ჰელენა ადრეს გამოსვლა დასაქმების პრობლემებს, არაფორმალურ ეკონიმიკას, შრომით მიგრაციას და სხვა მრავალ გამოწვევას ეხება, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.