15 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლის სკოლის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და Expertise France-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა შრომითი დავის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც GIU-ს სტუდენტები მონაწილეობდნენ.
პროცესის ფარგლებში მონაწილეებმა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს და რეალურ სასამართლო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოაჩინეს სამართლებრივი ანალიზის, არგუმენტაციისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
ღონისძიება გაიმართა Expertise France-ის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.