მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი პეტრიაშვილმა ქვეყნის პირველ პირებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს  გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ამავდროულად ფინანსთა მინისტრმა ოლაი შოლცმა, თანადგომა გამოუცხადა და მზადყოფნა გამოთქვა პროფკავშირების სრული ჩართულობით გვერდში დაუდგეს საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესში, დახმარება აღმოუჩინოს მის სამოქალაქო სექტორს როგორც კანონმდებლობის დახვეწის საკითხში, ისევე კანონის ნორმების სათანადო იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებზე, შრომითი უფლებების და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თითოეული მოქალაქისთვის.  შოლცის განმარტებით, მათი მხარდაჭერა  გამოიხატება როგორც გერმანიის სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომით, აგრეთვე გერმანიის შესაძლებლობებითა და პოლიტიკური ბერკეტებით ევროკავშირში.