საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ლიდერს ბერლინში მოლაპარაკებები ჰქონდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ანდრეა ნალესთან. აღსანიშნავია, რომ ეს პოლიტიკური ძალა კოალიციაშია ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან- დემოკრატიულ პარტიასთან და სერიოზული გავლენებით სარგებლობს, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ.
ნალესის თქმით, ის და მისი პარტია მზად არიან საქართველოს გვერდში დაუდგნენ ყველა იმ გამოწვევის გადალახვაში (მათ შორის საპენსიო რეფორმის განხორციელებაში), რომელთა დაძლევაშიც საქართველოს გერმანიის პროფკავშირები ეხმარება.
ნალესმა აღნიშნა, რომ გერმანიის პროფკავშირები საქართველოს პროფკავშირებს საკმაოდ ამბიციურად ლობირებენ, რაც კარგად ჩანდა ირაკლი პეტრიაშვილის პან – ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტად არჩევისას და ეს მხარდაჭერა ნარჩუნდება დღესაც, ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის დროს. გერმანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ გერმანია კვლავ მზადაა საქართველოს პროფკავშირების და პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის ირაკლი პეტრიაშვილის მხარდაჭერა განაგრძოს – ქართველი მშრომელების თანადგომისა და გერმანელი დასაქმებულების უფლებების უპირობო მხარდაჭერისთვის, რომლებიც მისი პარტიის მთავარ ელექტორატს წარმოადგენენ.