მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გაუსაძლისი შრომის პირობები გუდვილში

საბურთალოს სითი მოლში, განსაკუთრებით გუდვილის სუპერმარკეტში, როგორც დასაქმებულთათვის და ისე მომხმარებლებისთვის სიცოცხლისთვის საშიში გარემოა.

– მეტალისა და სამშენებლო მასალისგან წარმოქმნილი მაღალი დამტვერიანება

– სხვადასხვა ქიმიკატებისგან გამოწვეული მძაფრი და აუტანელი სუნი

დახურულ სივრცეში სამშენებლო პროცესების გამო (ლითონის შედუღება და ა.შ.) გამოწვეული დისკომფორტი.

ნათელია, რომ დასაქმებულებს უწევთ მძიმე, საშიშ და მავნე პირობებში მუშაობა, რომელიც უკვე თვეზე მეტია გრძელდება.

შრომის პირობები ადგილზე შეისწავლა პროფკავშირების შრომის ინსპექტორმა ნიკა კაკაშვილმა და აგრარული მეურნეობის პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ. ინსპექტირების დასკვნა დაუყოვნებლივ გადაგზავნილია შრომის ინსპექციაში, რომელსაც ვთხოვთ, რომ მოახდინონ რეაგირება!