მიმდინარეობს საიტის განახლება

გასვლითი ტრენინგი შრომით უფლებებსა და გენდერულ დისკრიმინაციაზე

9-11 ნოემბერს ბორჯომში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე : შრომითი უფლებები და გენდერული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე – ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ სხვადსახვა დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, რომელმაც ისაუბრა საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით აღებულ ვალდებულებებზე. სემინარს უძღვებოდნენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ გაბისონია.