მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების კიდევ ერთი გამარჯვება – ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან

პროფკავშირების, ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებისა და  „IDS ბორჯომი საქართველოს“ მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა.

მოლაპარაკებების შედეგად, შეწყდა პროფკავშირების მიერ ორგანიზებული გაფიცვა და დასაქმებულები ქარხანაში მუშაობას უახლოეს დღეებში განაგრძობენ.

შეთანხმების პირობების აღსრულებასა და კონტროლს შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.

სამედიაციო შეთანხმებას მხარეებმა ხელი დღეს მოაწერეს.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი, პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტი, დასაქმებულები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, შრომის ინსპექციის სამსახური და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი თითოეულ მშრომელსა და წევრ დარგობრივ ორგანიზაციას მიღწეულ შედეგს ბრიუსელიდან ულოცავს, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ გაემგზავრა. ირაკლი პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ თითოეული დასაქმებულის ინტერესები შეთანხმების მიხედვით იქნება დაცული.

 

© ვიდეო მასალა: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო