ღირსეული ანაზღაურება ცნობილ ბრენდებში დასაქმებულთათვის , რეაგირება სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და სოციალური აუდიტის მნიშვნელობა – ტანსაცმლის წარმოებაში დასაქმებულთა უფლებების დაცვის საკითხებზე ბერლინში გამართულ სართაშორისო შეხვედრაში, აგრეთვე ბრენდ H&M-ის მაღაზიასთან გამართულ საპროტესტო აქციაში საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელი მონაწილეობდა.
გერმანიის დედაქალაქში 7-9 ნოემბერს გამართულ ევროპის რეგიონალურ შეხვედრაზე, საქართველოს პროფკავშირების ხედვები ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიძემ წარმოადგინა. შეხვედრები “Clean Clothes Campaign”-ს ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული ორგანიზაცია ორგანიზაცია ტანსაცმლის წარმოებაში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნითაა შექმნილი და მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ოფისისა და 4 კოალიციისაგან შედგება.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა – ევროპული შეთანხმება ბრენდებთან ღირსეულ ანაზღაურებაზე (EBA LW), სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში გადაუდებელი რეაგირება, სოციალური აუდიტის მნიშვნელობა, ბანგლადეშის შეთანხმება და სხვ.
შეხვედრის პარალელურად ბრენდ H&M-ის კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის წევრებმა ბერლინში მდებარე სავაჭრო ცენტრის წინ ადგილზე შეახსენეს კომპანიას მისი წლების წინ გაცემული დანაპირების შესახებ, რომელიც წარმოების ჯაჭვში, მათ შორის კი საქართველოში, სამკერვალო თუ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულთათვის ღირსეულ ანაზღაურებას ეხებოდა. აღნიშნული დანაპირები დღემდე არ შესრულებულა. ორგანიზაცია მომავალშიც გეგმავს აქტიურად წარმართოს კამპანია ტექსტილის სფეროში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად.