პროფკავშირებში, ვროკავშირ- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის, ევროკავშირის მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პროფკავშირების გაერთიანების საკონფერენციო დარბაზში, ევროკავშირ- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის, ევროკავშირის მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა, ახალგაზრდების პერსპექტივიდან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრეს და ის პრობლემები განიხილეს, რომელთაც ახალგაზრდები აწყდებიან სამოქალაქო სივრცეში. მაგალითად: სოციალური სიტუაცია, შრომითი ბაზრის გაუმართაობა და ა.შ .
347239501 197132962855897 5681043658921033645 n 1
347282261 648075040083932 1450023101256377361 n
შეხვედრაზე, ასევე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. კითხვა-პასუხის რეჟიმში, გამოიკვეთა, როგორც პრობლემები, აგრეთვე, მათი გადაჭრის გზები.
347266339 802420284440974 7530922247847050187 n
შეხვედრას საქართველოს პროფკავშირების, სოლიდარობის ცენტრის, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის, აღმოსავლეთ თანამშრომლობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის სამდივნოს, ევროპის ბიზნეს ასოციაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive