საქართველოს პროფესიული კავშირების ქალთა კომიტეტის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. ქალთა კვირეულის ფარგლებში მონაწილეებმა გამოაგზავნეს მათ მიერ მომზადებული თემები საკითხზე “დასაქმებული ქალი, ოჯახი და საზოგადოება”. 5 გამარჯვებული – ანანო ბედიაშვილი, სოფო ბილანიშვილი, ნუცა ტრაპაიძე, თამუნა გონგაძე და მაკრინე (ფსევდონიმი), შეარჩია სპეციალურმა ჟიურიმ. კონკურსანტებს წამახალისებელ პრიზებთან ერთად გადაეცათ კრებული – ,,150 ქალი საქართველოდან.”
საქართველოს პროფესიული კავშირების ქალთა კომიტეტი მადლობას უხდის კონკურსში მონაწილეებს. მომავალ წელს კომიტეტი უფრო ფართომაშტაბიანი ესსეების კონკურსის ჩატარებას აპირებს და საზოგადოებას მოუწოდებს მეტი ჩართულობისკენ.
გამარჯვებული ესეები კვირაში ერთხელ ჩვენ facebook გვერდზე განთავსდება.